საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
53 წლის გია ელიაშვილი, ქალაქ იზმირში ცხოვრობდა და მუშაობდა.
გარდაცვლილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.
ოჯახის ახლობლების განმარტებით, ელიაშვილმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ისინი ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია.
ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი გარემოება დადგინდება.ოჯახი გია ელიაშვილის სამშობლოში გადმოსვენებისათვის, თურქეთში საქართველოს საკონსულოს მიმართავს.