ცაგერის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტში  საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომლის მიზანი აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულისთვის გარემოს მოწესრიგებაა.

აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებმა რევაზ ახვლედიანმა, მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ, მოადგილეებთან-რეზო ხეცურიანთან და ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ასევე, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა, ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ.

აქციის ფარგლებში განხორციელდა სასაფლაოების, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების, სკვერების, ქუჩების, სხვადასხვა ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების, ტურისტული ლოკაციების დასუფთავება.

ლეჩხუმში მსგავსი ტიპის აქციები კვლავ გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანსაღ და სუფთა გარემოში ცხოვრებას.