ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა - 2022“ გაიმართა

ლეჩხუმელობა 2022

ცაგერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა - 2022“ გაიმართა. ღონისძიება 22 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან მოადგილეებთან ქრისტინე კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან ერთად ესწრებოდა.

ლეჩხუმობას მასპინლობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეებთან ერთად, ლეჩხუმის საზოგადოება.

ზეიმი ბარდნალაში, ლადო ასთიანის სახლ-მუზეუმში დაიწყო, მწერლის 105 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ლეჩხუმურ ეთნოგრაფიულ გამოფენას, ფოლკლორს, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინოები და სამზარეულო.

„ლეჩხუმობა - 2022“ტრადიციულ დღესასწაულზე ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდა საპატიო ლეჩხუმელების გამოვლენა მათთვის წოდების მინიჭება და დაჯილდოება.

ღონისძიებას ესწრებოდა და ერთ-ერთ საპატიო ლეჩხუმელად დასახელდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

საზეიმო ღონისძიებაზე, ,,მწვანე თეატრზე" პედაგოგ ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია, რომელიც ოჯახმა დააწესა, პირველად გადაეცა გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეს ნათია ჩაკვეტაძეს, სტიპენდია გადასცა პედაგოგის ვაჟმა ალექსანდრე კოპალიანმა.

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, საქართველოს ხელოვნების ბრწყინვალების ორდენი გადასცა ანსამბლ ,,ლეჩხუმის" ხელმძღვანელს ზურაბ ჩანქსელიანს, ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის.

კონცერტში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ღონისძიება გალა კონცერტით, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, დასრულდა