ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მინი ფეხბურთის ჩატარდა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალური ტურნირი მინი ფეხბურთში. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია , ა(ა)იპ ახალგაზრდობის ცენტრი. ასპარეზობაში , რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა მონაწილეობდა ქალაქ ცაგერის და მუნიციპალიტეტის სოფლების 20 გუნდი, 200 -მდე მოყვარული ფეხბურთელი. 

პირველ ეტაპზე ჩატარებულ ზონალურ შეჯიბრებებში ლაჯანასა და ცაგერში გამოვლინდა 4 საუკეთესო გუნდი- ალპანა , ქვედა ცაგერი, ცაგერის ,,ბაზრის უბანი" და სპათაგორი,რომლებმაც ბრძოლა გააგრძელეს პლეიოფში. 23 აგვისტოს ცაგერის სტადიონზე ჩატარებულ ფინალური ეტაპის შეჯიბრებაში ნახევარფინალებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: ცაგერის ,,ბაზრის უბანი"-ალპანა 7:1; ქვედა ცაგერი-სპათაგორი3:1;ფინალურ შეხვედრაში ცაგერის ,,ბაზრის უბნის" გუნდმა დაძაბულ საინტერესო ორთაბრძოლაში დაამარცხა ქვედა ცაგერი3:2 და გახდა ტურნირის ჩემპიონი. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, ფულადი და სხვა სპეციალური პრიზებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სერგო ცინცაძე,საუკეთესო მეკარე საბა შკუბულიანი(ორთავე ,,ბაზრის უბანი") საუკეთესო გამთამაშებელი ლადო საღინაძე (ქვედა ცაგერი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჭაბუკი ჭაბუკიანი -მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,რევაზ ახვლედიანი-მერის მოადგილე, გიორგი გუგავა-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე