„წვიმა, ელჭექი, თოვლი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1775728770
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერის მოადგილეებმა, რევაზ ახვლედიანმა, მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ, მოადგილეებმა მარიკა კოპალიანმა, ონისე ჩაკვეტაძემ, საზოგადოებასთან ერთად, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ცაგერში. დაღუპულთა სულების მოსახსენებლად მამა გიორგიმ (მდივანი) მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა. წელს ცხრა აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.