„ელ-ნინიო“ მოქმედებას ივლისის მეორე ნახევარში დაიწყებს - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები
1783367463
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დამასკოში ჩავიდა. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია სირიაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს 24“ ავრცელებს.
ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის ლიდერი, რომელიც სირიას სამშაბათს დატოვებს, მხარს დაუჭერს „თავისუფალ და პლურალისტურ სირიას, რომელიც პატივს სცემს მისი საზოგადოების ყველა ჯგუფს“ და თავის წვლილს შეიტანს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირებაში.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და საერთო ინტერესის მქონე საკითხებს განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონს თან ახლავს ფრანგული კომპანიებისა და ინვესტორების დელეგაციაც.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტებიდან სირიას ბოლოს 2009 წელს ნიკოლა სარკოზი ეწვია.