ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო თემატური ხატვის კონკურსი, სურათების გალერეაში კი ნახატების გამოფენა-დათვალიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი,საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე, ლეჩხუმის ს საზოგადოება, ახალგაზრდები.

,,14 აპრილი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი სიწმინდის - ქართული ენის დაცვის დღეა და ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე ქართულმა ენამ მრავალი განსაცდელი, დევნა თუ შევიწროება განიცადა. 14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა, საკუთარი იდენტობა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნათელი მიზნის მისაღწევად ადამიანების ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება.ჩვენ ძალიან ლამაზი მშობლიური ენა გვაქვს, რომლითაც ნამდვილად უნდა ვიამაყოთ. გილოცავთ დედაენის დღეს“, - მიმართა შეკრებილ ახალგაზრდებს გიორგი ნემსაძემ.