1772916489
თელავში ცნობილი მორაგბე გარდაიცვალა
75 წლის ასაკში ცნობილი თელაველი მორაგბე და რაგბის კლუბის დამაარსებელი, ალექსანდრე ცისკარიშვილი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა.ალექსანდრე ცისკარიშვილი ქართული რაგბის გამორჩეული წარმომადგენელი იყო.ცნობილ მორაგბეს სხვადასხვა დროს სსრკ სპორტის ოსტატის წოდება და სსრკ პირველობაზე ბრინჯაოს მედალიც ჰქონდა მოპოვებული.სპორტული კარიერის მანძილზე ცისკარიშვილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში, თბილისის ლოკომოტივში, და ქუთაისის სახლმშენში თამაშობდა, იყო სსრკ თასი 1978-ის მონაწილე.ცისკარიშვილმა თანამოაზრეებთან თელავში სარაგბო კლუბი „ჭადარი“ დააარსა.











