„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ლალისყურისა და ქვემო ალვანის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც ლალისყურის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კაცის გადმოყვანა გართულდა.
ადგილზე მობილიზებულია თითქმის ყველა უწყების წარმომადგენელი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებმაც თანასოფლელის ავტომობილი ამოიცნეს.
მამაკაცი სოფელ ლალისყურის მკვიდრია.