როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ავტობუსები ყველა მარშრუტზე ცოტა ხნის წინ გავიდნენ.
გამონაკლისი რჩება ახმეტა, სადაც მგზავრთა უსაფრთხოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს.
რეგიონში აღარ თოვს, თუმცა ძლიერი ყინვის გამო, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი.
რაც შეეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზას, ამ მონაკვეთზე დღის განმავლობაში შეფერხება იყო, მიზეზი უღელტეხილზე ქარბუქი და ცუდი ხილვადობა გახდა.
გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს და მძღოლებს მოუწოდებენ ამინდის შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.