თელავში „ბებია-პაპების კლუბი“ შეიქმნა

თელავში ბებია-პაპების კლუბი შეიქმნა

თელავში „ბებია-პაპების კლუბი“ შეიქმნა. კლუბი „60+ ბებია- პაპები", დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

იდეამ კლუბის შექმნის შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

კლუბის ხელმძღვანელი, გვანცა ქეშიკაშვილი ამბობს, რომ 60+ ასაკის მოქალაქეებს ისინი დროის ნაყოფიერად გატარებისა და საკუთარი უნარების რეალიზებისათვის საჭირო აქტივობებს შესთავაზებენ.

„მსგავსი კლუბის შექმნის იდეა დიდი ხანია მქონდა. თელავის მერიამ წელს გამოაცხადა კონკურსი ინიციატივების დაფინანსებაზე და სწორედ ამ საკითხზე დავწერეთ პროექტი. კონკურსზე წარდგენილი 10-დან, 3 პროექტი დაფინანსდა. აქედან ერთ-ერთი ჩემი იყო. მერიამ ასევე დაგვითმო ოთახი ოფისისთვის. ეს კლუბი ისეთი ასაკის ხალხისთვის იქნება, ვინც სახლშია და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს", - ამბობს ქეშიკაშვილი.

ამ ეტაპზე კლუბში 5 წევრია, რომელიც ლოგოს შექმნასა და საზოგადოებისათვის კლუბის წარდგენის საკითხებზე მუშაობს.

სხვა სიახლეები

რომელი ოჯახები მიიღებენ 500 და 1000 ლარს მერიისგან

VIDEO: ნინი ბრეგვაძის და მისი მწვრთნელის რეაქცია, როდესაც გამოაცხადეს, რომ ნახევარფინალშია

ბრალდებული გურჯაანში სხვადასხვა დროს, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს - რა გადაწყვიტა სასამართლომ