სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვერხვისმინდორსა და კაბალში. სადაც ნალექმა მდინარე არეშის და კაბალის ადიდებმა გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი დატბორა და პირველი სართულები დააზიანა, წყალია შევარდნილი ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და წყლის ნაკადი ახლაც დიდია."მთელი ღამე წვიმდა და დილით წყალში გავიღვიძეთ.საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი გაფუჭებულია. ამოტუმებვა დაიწყეს, მაგრაან ამ დრომდე მაინც დიდი წყალია "- ამბობენ სოფლებში.სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რომლებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს აწარმოებენ.ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც. ამ დროისათვის, მდინარის კალაპოტში წყლის დონე მნიშვნელოვნად დაწეულია.