სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
2025 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ენგურის ხიდთან მივიდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.
„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა, არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულს - ერთმანეთისადმი ნდობას, ჩვენს ურთიერთობებს.
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები, სადაც არის ომი, იქ ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, პირველი რიგში უნდა ვიფიქროთ, იმაზე, თუ რა გვაქვს საერთო, როგორ აღვადგინოთ დავკარგეთ და მერე ყველაფერი თავის თავად მოგვარდება, მათ შორის, ის პრობლემებიც, რომლებიც, ჩვენს მოქალაქეებს ხიდის იქითა მხარეს ექმნებათ“, - განაცხადა დღეს, ენგურის ხიდთან მისულმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.