ცნობილმა პორტალმა დაასახელა ბავშვების სახელები, რომლებიც 2026 წელს იქნება პოპულარული
1766218294
სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს დირექტორის პირველ მოადგილედ ლაშა მიქელაძე დაინიშნა.
ახალი მოადგილე, რომელიც ბულვარის დირექტორის მოვალეობას შეასრულებს, თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
ლაშა მიქელაძე პროფესიით ბიოლოგ-ეკოლოგია. მას სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ჯაბა ფუტკარაძემ თანამშრომლებთან წარდგენის დროს ხაზი გაუსვა ლაშა მიქელაძის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.