1772112318
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბახვის, ქვედა ბახვის, მშვიდობაურისა და ოქროსქედის ტერიტორიულ ერთეულებში შეხვედრები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბახვის, ქვედა ბახვის, მშვიდობაურისა და ოქროსქედის ტერიტორიულ ერთეულებში შეხვედრები გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, ბახვის მოსახლეობამ გარე-განათების, მილხიდებისა და შიდა სასოფლო გზების მოწყობა, ასევე, სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.
შეხვედრას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრები მარიკა ჩხიკვიშვილი, ეროდი გორდელაძე და ბახვში მერის წარმომადგენელი კახა მგელაძე დაესწრნენ.











