სოფელ დვირში 311 100 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

პქოექტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მდინარე დვირულაზე 57 გრძივი მეტრის სიგრძის დამცავი საყრდენი კედელი მოეწყობა, რაც სოფლის გზისა და მიმდებარე ტერიტორიის სტიქიისგან დაცვას უზრუნველყოფს.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 311 100 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურისა და მდინარეების დამცავი ნაგებობების მოწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსგავსი პროექტები აქტიურად ხორციელდება როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.

✕