სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წნორის მოსახლეობას შეხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მიხეილ კუტიბაშვილთან ერთად, წნორის უბნებში მოსახლეობას შეხვდა. 

"ჩვენმა გუნდმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა და უკვე წლებია ეს გამოწვევა წარმატებით დაიძლია. ასევე, გამოწვევაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომლის დიდი ნაწილი უკვე განვახორციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ვცდილობთ, აქტიურად განვავითაროთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. ამ მხრივაც გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევასხამთ ხორცს", აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება სიღნაღს!