1757437894
თბილისობის დღესასწაული 20-21 სექტემბერს გაიმართება

თბილისის მერის განცხადებით, წელს, თბილისობის დღესასწაული 20-21 სექტემბერს გაიმართება.
"თბილისობის დღესასწაული, წელს, იმის გამო, რომ 4 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩატარდება 20-21 სექტემბერს. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ.