1757269592
გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
„დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. საუბარი ასევე შეეხო იმ საფრთხეებს, რომლებიც გლობალური დაპირისპირების პირობებში შესაძლოა, რეგიონსა და საქართველოს დაემუქროს. დიპლომატთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებიც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.