„ამხელა ცოდვით როგორ გინდათ იცხოვროთ...“ - ტიკტოკერი ნათია ნონიკაშვილი
1757535420
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
საკითხს „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველო დემოკრატიის ყველა პრინციპის მიმართულებით ერთგულია.
„კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი სწორი პოლიტიკა და მათ შორის, გაცხადებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. საქართველო ერთგულია დემოკრატიის ყველა პრინციპის მიმართულებით და რაც მთავარია ჩვენ ამ მიმართულებებით კონკრეტული პროგრესი გვაქვს, რასაც თავადვე ევროკავშირის ინსტიტუციები აღიარებენ. თუმცა, სამწუხაროდ, მათი რიგი წარმომადგენლები ამ ყველაფრის უგულებელყოფით საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრებიან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.