გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ქუთაისში, გვიან ღამით მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ბუხაიძის #19-ში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მეხი სახურავზე ლიფტის შახტის ჯიხურს დაეცა.
შენობაში ლიფტის ბაგირი დაზიანდა, წყლის ავზების მილების დასკდა, რის შედეგადაც წყალმა სადარბაზო დატბორა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.