ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა.
შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

მეხის დარტყმის შედეგად, დამტვრეულია გარე-განათების ბოძი და ერთ-ერთ ეზოში პალმის ხე შუაზე გაიხლიჩა.
სტიქიამ ასევე დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები, დაამტვრია გარე განათების ნათურები და ინტერნეტის გაყვანილობა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ უბანში 10-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გამაყრუებელმა ხმამ შუაღამით გააღვიძათ, დილით კი დაზიანებული ინფრასტრუქტურა დახვდათ.

ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში აღდგება.