მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 შეფუთვად დაფასოებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,741 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს’’.
მეორე ბრალდებულმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 1,9838 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო მესამემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა 0,0367 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 8,3997 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.