რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში
1787776522
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. კიდევ ერთი საუბნო სკვერი ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას გააცნეს.
„რუსთავში, ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა უბნების განვითარებაც აუცილებელია. კიდევ ერთ საუბნო სკვერს ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელ კორპუსთან ვაკეთებთ. ანალოგიური სამუშაოები ჩვენ ერთდროულად ქალაქის 7 სხვადასხვა უბანში გვაქვს დაწყებული. ინფრასტრუქტურული პროექტის თითოეულ დეტალს კი მოსახლეობას წინასწარ ვაცნობთ და ვუთანხმებთ“, -განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის მიხედვით, ბალანჩივაძის ქუჩაზე საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და დეკორატიული ღობე მოეწყობა.
„ქალაქში, ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე, მიმდინარეობს შიდასაუბნო სკვერების მოწყობა და უკვე არსებული სივრცეების განახლება. ეს მიმართულება, თავისი მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომელსაც ჩვენი გუნდი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გეგმავს. ჩვენი მიზანია, ქალაქის ყველა უბანში შევქმნათ კიდევ უფრო მეტი კომფორტული, კეთილმოწყობილი და მწვანე სივრცე ყველა თაობის რუსთაველისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.