რუსთავის მერიამ, სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული კლუბი - „მე-დიატორი“ გახსნა

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ გაიხსნა. კლუბი 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზანი, მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და ქალაქში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა. 
პროექტის პირველ ეტაპზე, ონლაინ რეგისტრაციით 85 უფროსკლასელი შეირჩა. ახალგაზრდებისთვის პირველ სალექციო ვორქშოფში ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღეს.

„სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“, ჩვენს ახალგაზრდებთან კომუნიკაციის კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა. ჩვენ, ყველას გვინდა განვითარებულ და თანამედროვე ქალაქში ცხოვრება, ამისთვის კი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის პროექტები, რომლებსაც დღეს ქალაქში ვახორციელებთ.

ის აბსოლუტურად სწორი  მოსაზრებები, რაც  დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ  მოწმობს, რომ  განათლებული, სწორ ღირებულებებზე ორიენტირებული  და აქტიური ახალგაზრდები გვყავს. ისინი  კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,  ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარების პროცესში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სამოქალაქო განათლების კლუბის გახსნას, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, პროექტის მენტორები, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები  და უფროსკლასელები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში კლუბის წევრები, სამი თვის განმავლობაში, სამოქალაქო განათლების თემატურ შეხვედრებში, დისკუსიებში, გუნდურ და ინტერაქტიულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე  მერიის სამსახურების საქმიანობასაც გაეცნობიან.

პროექტი, რუსთავის მერიისა და საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის - „მე-დიატორი“ თანამშრომლობით, რუსთავის სკოლებისა და პედაგოგების ჩართულობით ხორციელდება.