1733169705
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილის და მუნიციპალიტეტის მერების ოფიციალური ვიზიტი უკვე მესამე დღეა რაც გრძელდება.
ქართულ დელეგაციას, რომელსაც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ხელმძღვანელობს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები წარმოადგენენ.
დელეგაციის წევრებმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქერიმოვთან.
ქვემო ქართლის დელეგაცია ასევე შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაგიფ სეიდბეკოვს, მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს.
ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებს შორის დაძმობილების მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ქართული დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს, 15 ივლისს დაასრულებს.