დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
1749097197
ქუთაისში, საერთო ჯამში, 1.2 კმ-იან მონაკვეთზე, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„უბანი, სადაც სამუშაოები ჩატარდა, ქალაქ ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩასთან მდებარეობს და მდინარე რიონის ორივე სანაპირო ზოლს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე მოეწყო ნაპირდამცავი ნაგებობები. მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება მდინარე რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედლთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც და ქვაყრილის ბერმა, რომელიც რიონჰესიდან იწყება და მდინარის არსებული სანაპიროს კედელთან სრულდება
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაცული იქნება მდინარე რიონის ორივე ნაპირი
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში