წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ანგარიში საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრმა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჩააბარეს. ითქვა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს და შეინარჩუნოს კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები. აღინიშნა, ბოლო პერიოდის მოვლენების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის წინსვლა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებზეც.
"ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, მოგეხსენებათ, ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობაა. ამ კუთხით, International Monetary Fund-სგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. 2023 წლის შემდეგ ინფლაცია ძირითადად, მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.