„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
ქურდობა და ვანდალიზი ქობულეთში - სოფელ დაგვას კულტურის სახლიდან ქართულ-ბერძნულ სტილში შესრულებული 5 სპილენძის ჭაღი და ხის სკამები მოიპარეს, აყრილია ხის იატაკიც.
კულტურის სახლის თანამშრომლის განცხადებით, შენობა უკვე წლებია, რაც ამორტიზირებულია და მოსწავლეები რეპეტიციებზე სხვა შენობაში დადიან.
ადგილზე ამ წუთებში, სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, გვიან ღამით მოხდა.