ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონი

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

სოფელ სორში პროექტის ფარგლებში 830 მეტრი გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება157.760 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტი დაფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობის მონახულების მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია მეტრეველი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენდიანიშვილი. სოფელ სორში სანიაღვრე არხების არ არსებობის პრობლება მოსახლეობას აწუხებდა, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, სოფლის ამ პრობლემურ უბანზე კაპიტალური სანიაღვრე არხები მოეწყობა.  ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები.