ონის მუნიციპალიტეტის მერი კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი სოფელ ქორთიდან ბოყვამდე გზის 3 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ხიდბოგირებისა და გადასასვლელების, ხიდის და ლითონის მოაჯირების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების ღირებულება 1 693 735 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2026 წლის თებერვალში იგეგმება.