სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა პირველ მოადგილესთან, გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომი

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა პირველ მოადგილესთან, გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
აქტიურად მიმდინარეობს დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ საკირეში, გურეშიძეების უბანში, გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში ჯამში 600 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება, ასევე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა.
თორის N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.