მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ფიცოსთან ენერგეტიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული გაზი და ნავთობი არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს. ამაზე წერტილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა ენერგოობიექტებზე რუსეთის დარტყმებს პასუხობს.
„და გავაგრძელებთ პასუხს, თუმცა გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აგვისტოში უკრაინის ძალებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში მილსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც სლოვაკეთს და უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდებათ. ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სლოვაკეთი შეუერთდება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და კარგია, რომ სლოვაკეთი მზად არის, განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე და ღიაა ჩვენთან დიალოგისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას აქვს იმედი, რომ სლოვაკეთის მხარს დაუჭერს უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევას და მან მიიღო რობერტ ფიცოსგან დაპირება, რომ ის მშვიდობისთვის იმუშავებს. უკრაინის ლიდერის განცხადებით, სწორი იქნებოდა, რომ სლოვაკეთი ასევე იყოს უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი.