ჯანმოს ხელმძღვანელი მასშტაბური ეპიდემიის შესახებ საუბრობს
1786651892
„ჩერნომორენერგოს“ სპეციალისტები ოჩამჩირის რაიონში, სოფელ პაკუაშში, ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგებზე მუშაობენ.
ელჭექის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენს მეხი დაეცა, რის გამოც 220-კილოვოლტიან ხაზზე ავარიული გათიშვა მოხდა.
ავარიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქ სოხუმის ნაწილი და რესპუბლიკის მთელი დასავლეთი ნაწილი. ამ დროისთვის ავარიის ზუსტი ადგილი და მიზეზი დადგენილია. ავარიულ-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ენერგეტიკოსები ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ, რათა დაზიანების მიზეზი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს.
სამუშაოების მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.