ჯანმოს ხელმძღვანელი მასშტაბური ეპიდემიის შესახებ საუბრობს

janmo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ებოლას ეპიდემიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ტედროს ადანომ გებრეიესუსმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში ებოლას გავრცელების მასშტაბები სულ უფრო საგანგაშოა.

„ეს უკვე ისტორიაში ებოლას მეორე ყველაზე მასშტაბური ეპიდემიაა და ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ებოლას ნებისმიერი წინა ეპიდემიის დროს. თუ გავრცელების ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდა, მისი მასშტაბი შესაძლოა 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ებოლას ეპიდემიის მასშტაბს გადააჭარბოს. ოფიციალური მონაცემებით, ხუთ პროვინციასა და 53 ჯანდაცვის ზონაში ებოლას 4 449 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 061 ადამიანი.“

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ადამიანები იღუპებიან იმ ადგილებში, სადაც სამკურნალო ცენტრები არ არსებობს. მისი თქმით, ეს ასეთ შემთხვევებში ინფიცირებულებთან კონტაქტების მოძიებას კიდევ უფრო ართულებს