დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა

ავარია გომის მთაზე

დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა. 

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ გომის მთაზე ავარიის შედეგად ბელარუსის 4 მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.