სიახლე სკოლებში, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება

klasi

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ელექტრონული ჟურნალის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებილების ელექტრონული ჟურნალის წარმოების განახლებული წესი დამტკიცდა.

განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 11 აგვისტოს ბრძანებაში გაწერილია სკოლის რომელი რგოლი რა ვალდებულებებითა და უფლებებით არის აღჭურვილი ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობის პროცესში და რა კონკრეტული აქტივობები რა ვადებში უნდა განხორციელდეს.

EDU.ARIS.GE აქვეყნებს მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს (მუხლი 9) და კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს:

მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები

1. საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინფორმაცია მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ, არაუგვიანეს იმავე კალენდარული დღის დასრულებამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის ასახვის შემდგომ, მოსწავლე გამოცხადდება და დაესწრება გაკვეთილს, მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ ჟურნალში განახორციელოს დასწრების შესახებ ინფორმაციის შეცვლა და შეცვლის მიზეზად მიუთითოს „დაგვიანება“.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში, ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებელმა ასახოს მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაცია, ასევე თუ მასწავლებელი მიმდინარე სემესტრის დროს აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული მოსწავლის დასწრების მონაცემი არასწორია, იგი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს მისი ასახვა/შეცვლა. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ადმინისტრატორის თანხმობისა და აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონულ ჟურნალში დადასტურების შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია ასახოს/შეცვალოს მოსწავლის დასწრების მონაცემი (მონიშნოს „კი“ ან „არა“) მოთხოვნის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში.

5. საკლასო დავალების შეფასების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მოსწავლე შეაფასოს მიმდინარე საკლასო დავალებაში როგორც განმსაზღვრელი, ისე – განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით), რისთვისაც ელექტრონული ჟურნალიდან გაკვეთილის შეფასების დროს უნდა აირჩიოს შეფასების ტიპი „საკლასო სამუშაო“ და განმსაზღვრელი შეფასების არჩევის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული საკლასო დავალების შეფასება ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის. აღნიშნული შეფასების ასახვის უფლებამოსილება მასწავლებელს აქვს შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე.

6. საშინაო დავალების მიცემის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან მისცეს საშინაო დავალება, რისთვისაც კონკრეტული გაკვეთილისთვის მან უნდა ჩანიშნოს მიმდინარე საშინაო დავალება და ასევე შეუძლია განუსაზღვროს მისი შესრულების ვადა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს როგორც განმსაზღვრელი, ისე – განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით), ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად და განმსაზღვრელი შეფასების არჩევის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული საშინაო დავალების შეფასება ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის.

8. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან გაცემულ საშინაო დავალებაზე, მოსწავლე დავალებას დააბრუნებს ასევე ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით, მაშინ მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან არაუგვიანეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ გასულია აღნიშნული ვადა, მასწავლებელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს მისი დამატება/შეცვლა/წაშლა. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე.

9. მასწავლებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მიერ შესრულებული და ელექტრონულ ჟურნალში გადმოგზავნილი მიმდინარე საშინაო დავალება შეფასების გარეშე შესაბამისი კომენტარით უკან დაუბრუნოს მას და განუსაზღვროს მიმდინარე საშინაო დავალების შესრულებისათვის დამატებითი ვადა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს დავალების მოდულიდან არაუგვიანეს საშინაო დავალების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე.

11. შემაჯამებელი დავალების შეფასების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი კლასისათვის, არაუგვიანეს 8 კალენდარული დღით ადრე, ჩანიშნოს შემაჯამებელი დავალება, რისთვისაც მან ელექტრონული ჟურნალის კალენდრიდან გაკვეთილს უნდა შეუცვალოს სტატუსი „შემაჯამებელი დავალება“ და მიუთითოს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება ფასდება განმსაზღვრელი, თუ განმავითარებელი (კომენტარის სახით) შეფასებით.

12. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ დაესწრება გაკვეთილს, რომელზეც ჩანიშნული იყო შემაჯამებელი დავალება, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს მისცეს მისი აღდგენის შესაძლებლობა, რისთვისაც კალენდარში მოსწავლის მშობელთან შეთანხმებულ დროს, არაუგვიანეს მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ჩანიშნოს კონკრეტული შემაჯამებელი დავალების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ დაესწრება შემაჯამებელი დავალების აღდგენასაც, რომელიც ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით, აღნიშნული დავალების შეფასება სემესტრული ქულის გამოანგარიშების მიზნებისათვის იქნება ნულის ტოლი.

13. მასწავლებელი ვალდებულია, შემაჯამებელი დავალების აღდგენა ელექტრონულ ჟურნალში ჩანიშნოს მხოლოდ იმ მოსწავლისათვის, რომელსაც შემაჯამებელი დავალების გაკვეთილზე უფიქსირდება „არა“ ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, თუ ეს უკანასკნელი გაკვეთილს, რომელზეც იყო ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება არ ესწრებოდა მისთვის შედგენილი ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგის გამო.

14. მასწავლებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შეფასება ელექტრონულ ჟურნალში ასახოს შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე.

15. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიმდინარე სემესტრში გადადის შესაბამისი კლასის ერთი პარალელური კლასიდან მეორეში, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლის გადასვლამდე უზრუნველყოს ელექტრონულ ჟურნალში მისი შეფასება (სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების კომპონენტების შესაბამისად).

16. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის შესაბამისი კლასის ერთი პარალელური კლასიდან მეორეში გადასვლის შემდგომ მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული შეფასება (ნებისმიერ კომპონენტში) ან აღრიცხული დასწრება არასწორია ან გამორჩენილია, იგი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს შეფასებისა ან დასწრების კორექტირება... სრულად