მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს.

ავარიული შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან 450 რუსთაველ ბავშვს მოემსახურება. ამ ეტაპზე, შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.