მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა

მტკვარი

რუსთავში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. "დამბების" ხიდიდან 40 წლამდე კაცი გადახტომას ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით მაშველებმა კაცი ჯებირიდან გადმოიყვანეს და მისი გადარჩენა მოახერხეს.