რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
მარტვილში,გუშინ 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე ხელახლა აამუშავა მისი გული, შემდეგ კი მარტვილის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმმა გიორგი ხორავამ პერსონალთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ოჯახი მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამედიცინო პერსონალს პაციენტის გადარჩენისთვის.