რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც მაქსიმალური სასჯელის საფუძველი გახდება , – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ საქმეში ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ ეთერში ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ნია იმნაძის ნათქვამი „ერთი წინადადება“, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის, რის გამოც მას მაქსიმალური მიესჯება.
„ჩემი პირდაპირი, მტკიცე, უტყუარი, მტკიცებულება არის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მაგრამ მოდი, ახლა იურიდიულად ვისაუბროთ, საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც საფუძველს გახდის მაქსიმალური სასჯელისას. ყველასთვის მაქსიმალურია უკვე მისჯილი, დარჩა მხოლოდ ეს სამი: გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია. ახლა მე ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, თუ რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ამას არ ვიტყვი. ნია იმნაძისგან გამოსული ინფორმაციაა ეს, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ამბობენ, არის საკმარისი მტკიცებულებებიო? ყველაფერი რომ ჩავხსნათ, ის ერთი წინადადება და ის ფაქტი, რომ ალექსანდრე გაბაშვილს არცერთი საერთო ნაცნობი გიგა ავალიანთან არ ჰყავდა, ადასტურებს იმას, რომ ნია იმნაძეს მაქსიმალური სასჯელი მიესჯება“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.