„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა დედის დღე მრავალშვილიან ქალბატონებს ოჯახებში მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.
,,დედა-ერის სიძლიერე, ოჯახის სიმტკიცე, განუსაზღვრელი ძალაა. დედები, ქალბატონები ალამაზებენ სამყაროს. დედის დღეს განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნით მრავალშვილიან დედებს — ქალებს, რომლებიც დიდი სიყვარულით, მოთმინებითა და თავდადებით ზრდიან მომავალ თაობას. თქვენი სითბო და მზრუნველობა საზოგადოებისათვის დიდი მაგალითია.გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას თქვენს ლამაზ და დიდ ოჯახებში".-აღნიშნა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.