„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან ვაჭრობას შეწყვეტას გეგმავს, ამერიკის პრეზიდენტმა აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან "ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა" უკვე უბრძანა.
"ესპანეთი საშინელი იყო. ჩვენ ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ყველა ევროპულმა ქვეყანამ, ჩემი თხოვნით, 5 პროცენტი გადაიხადა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ. ყველა ენთუზიაზმით იყო განწყობილი - გერმანია, ყველა - და ესპანეთმა ეს არ გააკეთა. ახლა კი ესპანეთმა ფაქტობრივად თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ბაზების გამოყენება.
ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მათი ბაზები. თუ მოგვინდება, შეგვიძლია, უბრალოდ, გავფრინდეთ და გამოვიყენოთ ისინი. ვერავინ გვეტყვის, რომ არ გამოვიყენოთ. მაგრამ ისინი არამეგობრულები იყვნენ. ამიტომ მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება, გარდა შესანიშნავი ხალხისა. მათ შესანიშნავი ხალხი ჰყავთ, მაგრამ მათ არ ჰყავთ შესანიშნავი ლიდერები.
მათ სურდათ 2 პროცენტის შენარჩუნება და ამ 2 პროცენტსაც არ იხდიან. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტას. ჩვენ არ გვინდა, ესპანეთთან რაიმე საერთო გვქონდეს. სხვათა შორის, მე არც დიდი ბრიტანეთით ვარ კმაყოფილი", - ამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.