სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „პოსეიდონი 2022“-ის საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, შპს „გოლდენ ფიშ ბათუმსა“ და შპს „ზუნდაგს“ შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა. ამასთან, არ დადასტურდა შპს „გოლდენ ფიშ ბათუმის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ მოკვლევისათვის რელევანტური პერიოდის განმავლობაში (2022-2024 წლები) აღნიშნული ეკონომიკური აგენტი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას არ ფლობდა. შესაბამისად, კანონდარღვევასთან დაკავშირებული ეჭვი სავარაუდო სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის/აგენტების სასარგებლოდ გადაწყდა“, – ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.