საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
1772879868
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის ინგლისური ენის ცენტრის 13დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები საქართველოს პოზიციას დიპლომატიურად დაიცავენ.ენის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა პაპუნაშვილის განმარტებით, ასეთ კონფერენციაში საქართველო პირველად მონაწილეობს.-“ეს არის მე15- ე საგანმანათლებლო კონფერენცია, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან , რომანიდან , მონტენეგროდან,თურქეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, რაც ღონისძიებას საერთაშორისო და მაღალ აკადემიურ ფორმატს აძლევს“, - განაცხადა პაპუნაშვილმა.კონფერენციაში, 11 ქვეყნის 700-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.ენის ცენტრი, სოფელ ზემო ალვანში წლებია ფუნქციონირებს და მასში 250-ზე მეტი მოსწავლეა რეგისტრირებული.