„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
იმერეთის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან გიგლა თამაზაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი სისტემების ამჟამინდელი მდგომარეობა, პრობლემური მონაკვეთები, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყლის მიწოდებისა და მელიორაციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, დროულად დავსახოთ პრიორიტეტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც რეგიონში არსებულ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს. რეგიონში მელიორაციის სისტემების გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობაა,“- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის თქმით, ,,საქართველოს მელიორაცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სისტემების მოდერნიზაციაზე და ამ პროცესში მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩატარდა, „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.