1747422287
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გორის მერიის ინფორმაციით, კონსტანტინე ბუზალაძემ მოსახლეობას სეზონის გახსნა მიულოცა.
შიდა ქართლში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-ბაზრობა. გამოფენაზე მხატვრებმა, ადგილობრივმა მეწარმეებმა, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატებმა თავიანთი პროდუქცია წარადგინეს. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას ეკოტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.