რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში, სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლას 100 წლის იუბილე მიულოცეს, და წარმატებები უსურვეს.
საიუბილეო დღის ფარგლებში მოეწყო სკოლის ისტორიისა და გასული საუკუნის ამსახველი გამოფენა, რომელსაც სტუმრები სკოლის ეზოში გაეცნენ.
საზეიმო ღონისძიება გლოლის ადმინისტრაციულ შენობაში გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სოფელ გლოლის ფოლკლორული ანსამბლი „ბუბა“.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, გლოლის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები.