ფოთის მერმა მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

ფოთის მერია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა ისაუბრა როგორც მიღწეულ შედეგებზე ასევე გამოწვევებზე.

„1 წლის წინ ფოთის მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და მას შემდეგ, ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობთ საერთო ძალისხმევით ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ.  ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გადანაწილების, ცენტრალური ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად, გვაქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, ადგილობრივ პროცესთა გამჭვირვალობა და მაღალი ანგარიშვალდებულება საერთო წარმატების ფუნდამენტია.
წინ ახალი სამუშაო წელი და ბევრი გამოწვევაა”, - აღნიშნა ფოთის მერმა.

2022 წელს ფოთში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტმა შეადგინა 4,6 მილიონი ლარი.  29 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4 819 ბენეფიციარი,  კულტურის და სპორტის მიმართულების ბიუჯეტმა შეადგინა 6,5 მილიონი ლარი. კულტურის წრეებზე დადის - 1 000 მოსწავლე,სპორტით დაკავებული - 1 131 მოზარდი, გაიმართა - 112 ღონისძიება.

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ღონისძიების ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2022 წლის სტიპენდიანტები და წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.