„რატისთვის მომინდა დახატვა, ვიცოდი, რომ ჩემს დახატულს სხვანაირად შეიყვარებდა" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე

ტოგონიძე

ჟურნალისტი და მწერალი, ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რატისთვის მომინდა დახატვა, ვიცოდი, რომ ჩემს დახატულს სხვანაირად შეიყვარებდა. ვერ მოვუსწარი, სწრაფად დამძიმდა და ხატვის დრო აღარ იყო. ფუნჯებიც და საღებავიც ჩახმა, გაქვავდა, იმ წამში ჩარჩა და გაშეშდა, რა წამსაც მივატოვე.
თვალები უკვე ეხატა და გულს მიჭამდა დაუსრულებლობით.
4 წლის შემდეგ მივუბრუნდი. დავასრულე და ამოვისუნთქე".